“აუცილებლად ვესტუმრები [ენგურის ხიდს], ყველაფერი მაინტერესებს და ყველაფერი თავის დროზე იქნება”, – ასე პასუხობს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, შეკითხვას, არის თუ არა ენგურის ხიდზე ნამყოფი და აპირებს თუ არა საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას.
“ოცნების” პრემიერმა აღარ უპასუხა შეკითხვას: “უქმნის თუ არა უხერხულობას, რომ საოკუპაციო ხაზთან აქამდე ნამყოფი არ არის”.