„ოცნების“ პოლიტკონსულტანტი ისრაელის საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებში ფიგურირებდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 19, 2018 12:48

„ოცნების“ პოლიტკონსულტანტი ისრაელის საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებში ფიგურირებდა

„ქართული ოცნების“ პოლიტკონსულტანტი, მოშე კლუგჰაფტი ისრაელის საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებში ფიგურირებდა. საუბარია პარტია “მერეცის” ლიდერის, თამარ ზანდბერგისა და პოლიტ კონსულტანტის მოშე კლუგჰაფტის კავშირზე დაფინანსების დროს აღმოჩენილ კანონდარღვევებთან, რომლის შესწავლაც სახელმწიფო აუდიტმა დაიწყო.

სტატიის თანახმად ზანდბერგმა თავდაპირველად მოშე კლუგჰაფტთანკავშირი უარყო და განაცხადა, რომ მასთან არ მუშაობდა, შემდეგ კი აღიარა, რომ უფასოდ უწევდა მას კონსულტაციებს საარჩევნო კამპანიის დროს.

სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში ფინანსური დარღვევების გამოძიების საკითხი. სკანდალის დროს განცხადებები გააკეთეს კლუგჰაფტის კოლეგებმა.

ერთ-ერთმა კოლეგამ, ნისიმ დუეკმა განაცხადა, რომ კლუგჰაფტი საშიში ადამიანია და მისთან საქმის დაჭერას არავის ურჩევს. სიონისტებისკავშირის თავმჯდომარემ ავი გაბეიმ კი ებრაელ პოლიტ კონსულტანტს პროპაგანდისტი უწოდა, რომელსაც პოლიტიკური დებატები ქვეყანაში რადიკალიზმისა და ფაშიზმისკენ მიჰყავს.

აგრესიული შინაარსის ბანერები უკვე თბილისშიც გამოჩნდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ბანერებს “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილის გადასარჩენად იყენებს.

“კურიერი”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 19, 2018 12:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics