“ოცნების” პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც “ქვეყნის იმიჯის შელახვა” დიპლომატის ვადაზე ადრე გაშვების საფუძველი ხდება

79 მომხრე 0 წინააღმდეგი – “ოცნების” პარლამენტმა “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, დიპლომატიური თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გაწვევა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ “მისი ქმედება ქვეყნის ინტერესების ან იმიჯის შელახვას” გამოიწვევს.

“მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებები”, – წერია კანონპროექტში.

კანონპროექტისვე მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მივლინებული პირის ქმედება ვერ ამართლებს მისი მივლინების მიზანს, მიზანშეწონილია, კანონი ითვალისწინებდეს ასეთი თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის შესაძლებლობას.

ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდა 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.

banner
წინა სტატიაშიწარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში! – ვინმე “ვაჟა” და X თანამდებობის პირი -ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე: ვინც დღეს ივანიშვილთან ერთად აზიანებს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას, ის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს