“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტპატიმრების მშობლების ორგანიზებული აქციის მონაწილეებს ისევ საბჭოთა ჯარისკაცებს ადარებს

“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტპატიმრების მშობლების ორგანიზებული აქციის მონაწილეებს ისევ საბჭოთა ჯარისკაცებს ადარებს.

“გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესში და სხვადასხვა ასაკში. აი, ეს ვიხილეთ გუშინ, ყველა ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეებს, ვინც თავს ესხმოდა იქ მისულებს, თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს 1989 წლის 9 აპრილს. მაშინ ჩეხავდნენ ნიჩბებით, დღეს ჩეხენ სიტყვებით – ზიზღით და დაპირისპირებით”, – თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 აპრილთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა პროპაგანდისტული განცხადება გაავრცელა – მან კობახიძის მსგავსად “უცხო ძალაზე” დაწერა, თუმცა როდიონოვის ჯალათებსა და აქციის მონაწილეებს შორის ტოლობის ნიშანს დასვა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს”-გერმანიის სამთავრობო კოალიცია
შემდეგი სტატიაედიტ ესტრელა – საქართველოში სიტუაცია გაუარესდა, ევროსაბჭოს ასამბლეის რეკომენდაციებთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით, დემოკრატიული უკუსვლა გრძელება