ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე “ქართული ოცნების” ოფისში, როგორც თვითონ ამბობს, “კრიტიკულ მომენტში” კახა კალაძისა და მმართველი გუნდის მხარდასაჭერად მივიდა.
“მოვედი იმისთვის, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და დანარჩენ გუნდს ამ კრიტიკულ მომენტში, როცა შედეგების დათვლა და გამოქვეყნება იდგება. რეალური შედეგები გორბზე ცოტათი ნაკლები იქნება. Ipsos-ის კვლევებს ცალსახად არ ვენდობი, Gorb-ის კვლევებს ყველაზე მეტად ვენდობი, მაგრამ საბოლოო შედეგები იქნება Edison-სა და Gorb-ს შორის”,-თქვა თენგიზ ცერცვაძემ.