“ოცნების” ოცნებაა, რომ “ენმ”-ის ერთი წევრი მაინც განიხილავდეს პარლამენტში შესვლას – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების პოლიტსაბჭოს შეხვედრა დასრულდა. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ კიდევ ერთხელ, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევლენ, სანამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება. მელიას თქმით, “ოცნების” ოცნებაა გაყალბებული არჩევნების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის”, თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავდეს პარლამენტში შესვლას.

“გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის”, თუნდაც 1 წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას არის უბრალოდ, “ქართული ოცნების” ოცნება. კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. სტატუსკვო შეიცვლება მხოლოდ ორი გზით ან “ქართული ოცნება” რეალურად წამოვა კომპრომისზე, ან “ქართული ოცნება” ყველა გათვლებით, და აუცილებლად მოხდება ეს, დაკარგავს ძალაუფლებას”, – ამბობს ნიკა მეოლია

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში 112-ს 150-მდე ოპერატორი დაემატება
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური- აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს