“ოცნების“ მსგავსი ქმედებებით, როდესაც ციხეში არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი, საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს, ასე იქცევიან პუტინის ბანაკის წევრები – ნონიაშვილი

„ამ მოქმედებით, როცა არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი, ყოველდღიურად შორდება დასავლეთს, ჩვენს მეგობრებს. იქ, სადაც ორიენტირი გვქონდა აღებული, საითკენაც უნდა წავსულიყავით ეს ქვეყანა.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი უკრაინის ომბუდსმენის ციხეში არ შეშვების ფაქტს.

„დღეს, ჩემი აზრით უტიფრად საუბრობდა იუსტიციის მინისტრი ნიშნის მოგებით, რომ თურმე მათ აქვთ უფლება და არ შეუშვებენ უკრაინის ომბუდსმენს. იგივე გააკეთეს ანა ფოტიგასთან დაკავშირებით. ეს არასერიოზული და უპასუხისმგებლო პოზიციაა. მაგ ლოგიკით „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ძალაუფლება იმისთვისაც გამოიყენოს, რომ სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოიქციოს თავი, ფაქტობრივად რასაც ყოველდღიურად ჩადიან. ამ მოქმედებითაც, როცა არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი, ყოველდღიურად შორდება დასავლეთს, ჩვენს მეგობრებს. იქ, სადაც ორიენტირი გვქონდა აღებული, საითკენაც უნდა წავსულიყავით ეს ქვეყანა. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და არასწორი გეზით და ეს გეზი მიდის ჩრდილოეთისკენ, ასე იქცევიან პუტინის ბანაკის წევრები.“ – განაცხადა ნონიაშვილმა

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – სააკაშვილს არ აქვს სამართალზე მაღლა დადგომის უფლება და პრივილეგია, მაგრამ ის არ შეიძლება იდგეს სამართალზე ქვემოთ – ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება
შემდეგი სტატია„ფაზი“ – განავითარე გონება თამაშით