„ოცნების“ მმართველის აუხდენელი ოცნებაც ამოვხსენით – ზვიად გამსახურდიასთან 10 მსგავსება უნდა ვიპოვოთ“

„ქართული ოცნების“ თვამჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეხება, დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„სერიიდან: აბა, შეხედეთ

მოვიდა ის დრო, როცა ივანიშვილსაც ძალიან დასჭირდა ზვიად გამსახურდიას სახელი.

დროულად უნდა გამოვიძიო ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებებიო, რომ წერს, – „ოცნების“ მმართველობის 7 წელი არ ეყო საკმარისი ამისთვის?

9 აპრილი ზვიად გამსახურდიამ გამარჯვებათ გარდაქმნაო, რომ წერს, აბა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რატომ აღვნიშნავთ შევარნაძის შემოღებულ 26 მაისს, „ოცნების“ მმართველობის 7 წელი არ იყო საკმარისი ამ ცვლილებისთვის?

აბა, რა მილოცვა მოინდომა?

ყური დავუგდოთ და თვალი მივადევნოთ ტექსტს:

„ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს.“

„როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება.“

„ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი წარსულის სწორი ანალიზი..
როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება…., ცოტა ხანში გახდა სწორედ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი.”

და აი, „ოცნების“ მმართველის აუხდენელი ოცნებაც ამოვხსენით – 10 მსგავსება უნდა ვიპოვოთ… არადა, ერთიც არ არის, ერთადერთიც კი. 
დევნილობაც კი…
ამას, ივანიშვილს სადა აქვს წასასვლელი?..  ვინ მისცემს თავშესაფარს?..

რაც მთავარია, ეს ორი ადამიანი, გვერდიგვერდ რომ დააწყო ფოტოები პიარსამსახურმა, – ზვიად გამაახურდია და ბიძინა ივანიშვილი, სინამდვილეში, ორი საპირისპირო პოლუსია!!!“

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია – ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აუცილებლად ექნება ზეგავლენა როგორც საქმეზე, ისე ზოგადად საქართველოს უახლეს ისტორიაზე
შემდეგი სტატია,,ზვიად გამსახურდიაზე საუბარი 31 მარტსა და 9 აპრილს ხდება, პოლიტიკური ცხოვრება ისე მიდის, თითქოს, წინა 25 წელი არ ყოფილა”