ოცნების მხარდამჭერი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა, 1 000 ლარით დააჯარიმეს

ქართული ოცნების მხარდამჭერი ვალერი ქოჩიაშვილი, რომელმაც გერმანიის ელჩსა და მის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენა, 1 000 ლარით დააჯარიმეს.

შემთხვევა 18 მაისს, ბათუმში მოხდა. ქოჩიაშვილმა თავდასხმის შემდეგ ვიდეო ჩაწერა, რომელშიც პეტერ ფიშერს დაემუქრა, თუმცა, უცნობია, ამ მუქარასთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა გამოძიება.

მომხდარის შემდეგ გერმანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ქართველებს, რომლებმაც ელჩს მხარი დაუჭირეს.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხვაზე მიყვანილი პირი შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა – შსს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო