„რაც არასდროს ჰქონიათ, იმის დაკარგვა შეუძლებელია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება ისეა კონსტრუირებული, რომ ეს ადამიანები, ინსტიტუციური, ფორმალური ლიდერები, პრაქტიკულად, პოლიტიკას არ ქმნიან.
აქედან გამომდინარე, მათდამი ნდობაზე საუბარი პირობითი შეიძლება იყოს. ყველას უარყოფითი სარგო აქვს ანუ უნდობლობა მათ მიმართ ბევრად აჭარბებს მათ მიმართ ნდობას“,_ განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტვ პირველთან EU NEIGHBOURS EAST-ის კვლევის შედეგების შეფასებისას.
EU NEIGHBOURS EAST-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უფრო ენდობა ვიდრე მთავრობას, პრეზიდენტს, ან პარლამენტს.
კვლევის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გამოკითხულთა 48% ენდობა; საქართველოს პრეზიდენტს -34%; ხოლო საქართველოს მთავრობას- 41%.

















