„ოცნების“ მცხეთური „რაზბორკები“

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად "ოცნება" მიაჩნია, 10%-ს - ენმსაიდუმლო დაჭერები და „უჩოტზე აყვანილი“ აქტვისტები  

 

რამდენიმე წუთის წინ, „თაიმერს“ სკანდალური ინფორმაცია მოწოდეს, რომელიც მცხეთაში გუშინ განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა. მოგეხსენებათ, 3 სექტემებრს, მცხეთის საკრებულოს დეპუტატებმა, მათ შორის, „ოცნების“ წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომ „ქართული ოცნების“ მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან და მხარს 8 ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოცელს უჭერენ, რომელსაც თავსი მხრივ, მხარდაჭერა ბურჭულაძე-ვაშაძე-„გირჩის“ ტრიუმვირატმაც აღუთქვა.

მას შემდეგ, რაც საკრებულოს დეპუტატების პოზიცია საჯარო გახდა, მოვლენები, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, მმართველ პარტიაში დრამატულად განვითარდა.

„ახლა, არ მკითხოთ, ეს ინფორმაცია საიდან მაქვს, მაგრამ შემიძლია, ხატზე დავიფიცო, რომ ის, რასაც გიყვებით, ათასპროცენტიანი სიმართლეა, – ამბობს ჩვენი წყარო და „თაიმერს“ ისეთი კულუარების შესახებ უყვება, რომელიც „ოცნებაშიც“, ალბათ, სულ ორმა-სამმა კაცმა იცის, – შაბათს, გვიან ღამე, როგორც მე გავიგე, მცხეთაში, კერძოდ, ხუნდაძის საარჩევნო შტაბში დიდი „სხადნიაკი“ მოეწყო, რომელსაც გია ვოლსკი და „ოცნების“ „ვერხუშკის“ სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისე, ეს „სხადნიაკი“ კი არა, როგორც მე გავიგე, უფრო საქმის გარჩევა იყო, ანუ „ოცნების“ ბოსებმა, რომლებიც მცხეთაში საგანგებოდ ჩავიდნენ, ხუნდაძეს სულ თითი უქნიეს, თუ იცოდი, რომ რაიონში მხარს ხალხი კი არა, ადგილობრვი ხელისუფლებაც არ გიჭერდა, რატომ გაგიგჟდი და მაჟორიტარობის კანდიდატად თავი რატომ დაგვასახელებინეო.

არ ვიცი, ეს „კაჩაობა“ რამდენ ხანს გაგრძელდა, მაგრამ როგორც მე გავიგე, ხუნდაძე ვოლსკის და სხვებს მუხლებში ჩავარდნია და უთხოვია, ოღონდ ამ სირცხვილს გადამარჩინეთ და მერე, რაც გინდათ, იმას გავაკეთებო.

აგრეთვე, ხუნდაძეს უთხოვია, ამ სიტუაციიდან რომ გამოვიდე, უშიშროება დამხმარეთ, რომ ჩოჩელი როგორმე გაჩერდეს და მისმა მხარდამჭერებმა ფულის დარიგებას თავი დაანებონო.

თავიდან, როგორც მე გავიგე, ხუნდაძის ამ თხოვნისთვის ანგარიში არ გაუწევიათ, მაგრამ მერე თურმე, გადაწყვიტეს, რომ 8 სექტემბრამდე როგორმე „გაქაჩონ“ და მერე, ჩოჩელის ხალხს დაერიონ,“ – უყვება „თაიმერს“ წყარო, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ხმების შესახებ მთელი მცხეთა ლაპარაკობს.

ამას გარდა, წყარო, მცხეთის მოსახლეობაში გავრცელებულ კიდევ ერთ ამბავს გვიყვება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მცხეთაში გამართული „სხადნიაკის“ მერე ჩოჩელის „სასტავიდან“ რამდეიმე პიროვნება „უჩოტზე“ აიყვანეს.

„რაც შეეხება 8 სექტემერს, როგორც იცით, 8 სექტემბრის მერე ახალი კანდიდატის დასახელება კანონით აღარ შეიძლება. ამიტომ, როგორც მითხრეს, ასეთი გეგმა შემუშავდა, რომ 8 სექტმებრის მერე, ჩოჩელს „გატისკავენ“ და აიძულებენ, რომ კანდიდატურა მოხსნას.

უფრო მეტიც გავიგე, მისი აქტივისტებიდან ერთი პიროვნება გუშინვე აუყვანიათ, რომელიც ძველ მთავრობაში, ზუტად არ ვიცი, მაგრამ მგონი, არქიტექტურის სამსხურში მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა ჯერ არაფერი თქმულა და ინფორმაცია ხელმისაწვდომი შეიძლება, ორ-სამ დღეში გახდეს. ამ პიროვნებით იმ ხალხზე უდნათ გასვლა, ვინც ამომრჩევლის შესაძლო მოსყდვაშია შემჩნეული. ისიც გავიგე, რომ გარკვეული პრობლემები შეიძლება, საკრებულოს თავმდჯომარის მოადგლე ღვინიაშვილსა და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ალიანსაც შეექმნას,“ – არ გამორიცხავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც პროგნოზირებს, რომ ამ დღეებში მცხეთა მთავარი პოლიტიკური ეპიცენტრი გახდება, რამაც 8 ოქტმბრის არჩევნებზე შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

წყარო დაზუსტებით ვერ ამბობს, მაგრამ აქვს ეჭვი, რომ სამართალდმცავებს საარჩევნო კანონდარღვევებზე, სავარაუდოდ, კანონიერად მოპოვებული ფარული ჩანაწერებიც უნდა ჰქონდეთ.

ამას გარდა, იმ პარტიებმა, რომლების წევრებმაც მხარდაჭერა ჩოჩელს ღიად გამოუცხადეს, მათი პარტიის რიგებიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაზე ძალიან კი „ლეიბორისტები“ აღშფოთებულან, რაც ლოგიკურიც არის, რადგან შალვა ნათელაშვილი, თავისი დღე და მოსწრება, ჩოჩელს ებრძვის. ნათელაშვილს არც ხუნდაძე „ევასება“, მაგრამ ვერც იმას აიტადა, რომ მისი პარტიის წევრმა ჩოჩელის გვერდით დგომა გადაწყვიტა. ამიტომ, კაცურ ამბავში, ვერავინ გაამტყუნებს, რომ ჩოჩელის მხარდაჭერი „ლეიბორისტი“ პარტიიდან გარიცხა.

 

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-„ოცნებამ“ მწარედ მომატყუა!“ – რატომ უნდა ანზორ მელიას ივანიშვილთან შეხვედრა
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაშის პირველი კომენტარი