„ოცნების“ მცხეთური ინტრიგა

ploiრა ფარული გარიგება დადო მმართველმა პარტიამ ცეზარ ჩოჩელთან, ვინ არის კონსტანტინე მორგოშია და რა ელის დიმიტრი ხუნდაძეს

 

 

NDI-ის კვლევების, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, თითქმის არავის სჯერა და ამ ამერიკული ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ განსაკუთრებულად სკეპტიკურად განწყობილი მმართველი პარტიაა, მაგრამ ამის მიუხედავად, „ოცნების“ წარმომადგენლები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ პარტია დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

„განა, ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ საქმე კარგად არ არის? ჩვენი რეიტინგი 60-დან თითქმის 20-პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც აშკარად შესამჩნევია, მაგრამ ახლა, ხომ არ გამოვალთ და ყვირილს ხომ არ დავიწყებთ, ხალხში ნდობა დავკარგეთო? ამიტომ, ვცდილობთ, სიტუაცია სხვანაირად დავაბალანსოთ,“ – უთხრა „თაიმერს“ ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც „ოცებასთან“ არის ასოცირებული, მაგრამ დიდი პოლიტიკური აქტიურობით არ გამოირჩევა.

ამ ადამიანმა „თაიმერთან“ საუბრის დროს ისიც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მთავარი საარჩევნო ტაქტიკა მაჟორიტარებშია, ანუ უფრო მარტივად და გსაგებად რომ ვთქვათ, „ოცნება“ ცდილობს, მაჟორიტარობის კანდიდატებად ისეთი პერსონები წარადგინოს, რომლების მიმართაც ადგილებზე ხალხის აგრესია არ არსებობს, ან ნაკლებია და შესაბამისად, მათ არჩევნების მოგებაც არ გაუჭირდებათ, მაგრამ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, „ოცნებამ“ იაღლიში ამ კუთხითაც დაუშვა.

„ყურადღება თუ მიაქციეთ, ორი დღის წინ, პრემიერმა კვირკაშვილმა მცხეთ-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდატების, ასე ვთქვათ, პრეზენტაცია მოახდინა. თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგის მაჟორიტარობისთვის ზაქარია ქუცნაშვილი იბრძოლებს, მცხეთის მაჟორიტარობა კი ისევ დიმიტრი ხუნდაძეს უნდა. ახალი სახე არც ერთი არ არის დ არც – მეორე, თუმცა ამჟამად „ქუცნაზე“ არაფერს ვიტყვი და ყურადღებას ხუნდაძეზე გავამახვილებ, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვნელის პოსტს იკავებს და თეორიულად, მცხეთის რაიონის მაჟორიტარიც არის. თეორიულად-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების მერე, ხუნდაძე მცხეთაში არავის უნახავს, ანუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სახეზეც კი ვერ სცნობს და არ მესმის, ასეთი კანდიდატურის წარდგენა „ოცნებას“ რისთვის დასჭირდა, – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ერთ-ერთი წყარო, რომელიც ერთ საინტერესეო ამბავს გვიყვება, – მართალია, ხუნდაძე ყველგან ამბობს, რომ ივანიშვილის ოჯახის ახლობელია და 2012 წელსაც, გეგონება, ივანიშვილმა სთხოვა, რომ მცხეთის მაჟორიტარად კენჭი ეყარა, მაგრამ თუ მენდობით, ეს წმინდა წყლის ტყულია და ასე ნამდვილად არ ყოფილა. რეალურად, მცხეთის მაჟორიტარობას 2012-ში „ოცნება“ მირიან მჭედლიშვილს სთავაზობა, რომელიც როგორც მე ვიცი, ივანიშვილის თანაკურსელია, მაგრამ მჭედლიშვლმა უარი თქვა, რადგან ძალოვან უწყებაში მუშაობა ერჩია და ახლა სუს-ის უფროსის მოადგილეა. მოკლედ, ფორს-მაჟორი შეიქმნა და ამ დროს ვიღაცას ხუნდაძე გაახსენდა, რომელსაც წლების წინ, როგორც ექიმს, ივანიშვილის ოჯახთან ჰქონდა შეხება და ასე დაასახელა „ოცნებამ“ მაშინ ხუნდაძე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. მოგეხსენებათ, 2012-ში ისეთი სიტუაცია იყო, რომ ხალხი ხმას უსულო საგანსაც მისცემდა, თუ ის ივანიშვილთან იქნებოდა ასოცირებული. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ხუდაძეც, როგორც ბევრი სხვა, ფონს ივანიშვილის საელით გავიდა, თორემ მას, პიროვნულად, მცხეთაში არანაირი ავტორიტეტი არც მაშინ ჰქონდა და არც ახლა აქვს.“

ზოგადად, „თაიმერის“ წყაროები მიიჩნევენ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებით საინტერესო რამდენიმე რაიონში იქნება და აქედან ერთ-ერთი რაიონი მცხეთაა. ჩვენ დავინტერესდით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და წყაროებისგან ასეთი საინტერესო მოსაზრება მოვისმინეთ:

„მცხეთა იმიტომ იქნება საინტერესო, რომ ამ ეტაპზე ამ რაიონის მაჟორიტარობისთვის უკვე სამი კადიდატი იბრძვის – „ოცნებიდან“ დიმიტრი ხუნდძე, „პატრიოტთა ალიანსიდან“ ბიზნესმენი კონსტანტინე მორგოშია და დამოუკიდებელი კანდიდატია, ასევე, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი. ხუნდაძეზე უკვე გითხარით, ვინც არის და რაც არის.

რაც შეეხება მორგოშიას, ვერ გეტყვით, რომ ამ ახალგაზრდა კაცს დიდი პოლიტიკური ბეგრაუნდი აქვს, მაგრამ როგორც მე ვიცი, საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია და მის კომპანიას, უცოხელ პარტნიორებთან ერთად, იგივე მცხეთაში რამდენიმე მილიონის ინვსტიცია აქვს განხორციელებული. აი, ჩოჩელი კი ყველასთვის ცნობილი პიროვნება გახლავთ, მაგრამ განა, საინტერესო, არ არის, ადამიანი, რომელიც „ნაცების“ დროს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო, 2012 წლის მერე კი წარმატებული ბიზნესი გააგრძელა, ანუ „ოცნებასთან“ ურთიერთობა დაალაგა, რატომ ცდილობს, რომ პარლამენტში მოხვდეს? თან, ვინც ჩოჩელს იცნობს, იცის, რომ მაინცდამაინც დიდი პოლიტიკური „ბაგაჟით“ არ გამოირჩევა, ანუ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის კულმინაციად შეიძლება, გუბერნატორობა ჩაითვალოს და ახლა, უცებ, მაჯორიტარობა მოუნდა, თან კენჭს დამოუკიდბელდ იყრის. აი, ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამარხული და ზუსტად ეს გახლავთ „ოცნების“ მთავარი საარჩევნო ინტრიგა.“

„თაიმერს“ ჩოჩელის ფაქტორი საინტერესოდ მოეჩვენა და ჩვენს თანამოსაუბრეს ჩაეკითხა, რატომ თვლის, რომ „ძაღლის თავი“ ზუსტად ამ უკანასკნელის დამუკიდებელ კანდიდატად დასახელებაშია.

„ხომ გითხარით, რომ ხუნდაძეს მცხეთელები, ელემენტარულად, არ იცნობენ. ახლა კი 2012 წელი არ არის, რომ ის ივანიშვილის სხელს ამოეფაროს და არჩვენები ასე მოიგოს. ამიტომ, როგორც მე ვიცი, „ოცნება“ ხვდება, რომ ხუნდაძეს 8 ოქტომბერი წაგებული აქვს, მაგრამ რაღაცნაირად ღირსების საქმეა, რომ არჩევნები ხუნდაძემ ახალგაზრდა ბიზნესმენ კონსტანტინე მორგოშიასთან კი არ წააგოს, არამედ, უფრო ცნობადმა სახემ დაამარცხოს, ანუ „ოცნება“ ჩოჩელს, უხეშად რომ ვთქვათ, სათადარიგო მოთმაშედ იყენებს და ამით ორ კურდღელს დაიჭერს: შეეცდება, არჩევნები ჩოჩელს მოაგებინოს და ასე, ჯერ ერთი, მორგოშია ჩამოიცლოს და მეორე, კიდევ, ხუნდაძეც გააჩუმოს და უთხრას, რა ვქნა, ძმაო, ხალხი ჩოჩელს უფრო ენდობა, ვიდრე – შენო. ისე, ხუნდაძე ცდილობს, მოსახლეობას დაჯეროს, რომ იგივე წარმატებული ჯანდაცვის რეფორმა, ე.წ. უფასო დაზღვევას ვგულისხმობ, გეგონება, მისი გაკეთებულია, მაგრამ ხალხი ბრმა არ არის და ვინ დაუჯერებს, რომ მაშინ, როცა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა, უფასო დაზღვევა ხუნდაძის დამსაუხრებაა?!“

„თაიმერის“ კითხვაზე, როგორ ფიქრობს, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მცხეთაში მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა ხომ არ დადგება დღის წესრიგში, წყარომ აღნიშნა, რომ მეორე ტურს არ ელოდება: „ხუნდაძეს, ხომ გითხარით, რომ რეიტინგი და ნდობ არ აქვს. ჩოჩელი თავს მაინცდამაინც თავს არ გაიგიჟებს, რომ დეპუტატი გახდეს. უბრალოდ, „ოცნებას“, ალბათ, ხათრი ვერ გაუტეხა და ამ პოლიტიკურ ინტრიგაში ჩაება. გამორიცხვის პრინციპით, მორგოშიას გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მაგრამ დავაკვირდეთ და ვნახოთ, სხვა პარტიები მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატებად ვის დაასახელებენ.“  

 

banner
წინა სტატიაშიწარმოშობით ირანელ-აფხაზი რუსულენოვანი მწერალი ფაზილ ისკანდერი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაSystem of a Down-ის ვოკალისტი ერევანში მხარეებს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდებს