“ოცნების” ყოფილი წევრი შოთა შალელაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი შოთა შალელაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.

როგორც ყოფილი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, ბევრი რამ დარჩა ქვეყნაში გასაკეთებელი და დამკვირვებლის როლში ყოფნა არ სურს.

მისივე თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, მათ შორის იმას, როგორ ვითარებაში უწევდა სამი წლის განმავლობაში პარლამენტში მუშაობა.

“მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას დაბადების დღის მოლოცვისათვის და კეთილი სურვილებისთვის.

აქვე დავსძენ, რომ ბევრი რამ დამრჩა გასაკეთებელი და არ მინდა დავრჩე დამკვირვებლის როლში როდესაც შესაძლებელია შენი წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში.

ბევრს, სულით და ზომით პატარა კაცებს, რომლებიც ზეიმობენ მე რომ პოლიტიკა დავტოვე, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ამ ურთულეს ვითარებაში, ისტორიის ამ ურთულეს გზაგასაყარზე, გვერდზე გადგომა არ მიმაჩნია სწორ არჩევანად.

თუ როგორ ვითარებაში მიწევდა სამი წლის განმავლობაში მოღვაწეობა პარლამენტში, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს…

ბევრი რამ მაქვს საკეთებელი და სათქმელი ჩვენი საზოგადოებისათვის, დასანანი იქნება იმ შესაძლებლობების არ გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის, რაც დღეს ჩვენს წინაშე ჩნდება, მე კი ჩემის მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი სწორად იყოს მიმართული, დამერწმუნეთ, ბევრ საინტერესო ამბებს გაგიმხელთ”, – წერს შალელაშვილი.

შოთა შალელაშვილმა პარლამენტი 2019 წლის ოქტომბერში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: ხანდახან მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს აქვს დამატებით ცუდი სიმპტომები ტემპერატურის სახით – თუთბერიძე