“ქართული ოცნების” კანდიდატი, გოჩა ლიპარტია “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს გამარჯვებას ულოცავს.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ჯვარელებო პირველ რიგში მინდა მშვიდობიანი დღე და განწყობა გისურვოთ და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი მხარდაჭერა და პატივისცემა გამოხატა ჩემი პიროვნების მიმართ,მადლობა გადაგიხადოთ. საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე თავს უფლებას ვაძლევ გამარჯვებულ კანდიდატს მივულოცო გამარჯვება. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში არაერთხელ აღმინიშნავს,რომ ჩემს კონკურენტებს გამორჩეულად ღირსეული ადამიანები წარმოადგენდნენ, თითოეული მათგანი განსაკუთრებულ პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის რჩეული წარმატებით ჩაებმევა ამ არც თუ ისეთ მარტივ საქმიანობაში და იქნება ნამდვილად ჯვარელების ხმა წარმომადგენლობით ორგანოში! მე კი მშვიდად დავუბრუნდები ისევ ჩვეულ რუტინას და ჩემს ძვირფას კოლექტივთან ერთად განვაგრძობ საექიმო საქმიანობას, პაციენტებზე ზრუნვას და ჰოპოკრატეს ფიცის აღსრულებას. ხალხის სამსახურში ყოფნა დიდი პატივია და მეტად საპასუხისმგებლო ტვირთი, რომლის სიმძიმეს ისევ გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტების სითბო მიმსუბუქებენ. ასე,რომ მე თქვენთვის ისევ ის გოჩა ექიმი ვიქნები, რომელიც არასდროს მიგატოვებთ განსაცდელში და ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით,დაუღალავად და ერთგულად!
ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ.” – წერს ქალაქ ჯვარის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ლიპრატია.