ოცნების დეპუტატი: სიის პირველი ნომერი გახარია იქნება

“ქართული ოცნების” დეპუტატი ილია ნაკაშიძე ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია იქნება.

ნაკაშიძე სიის დანარჩენ წევრებზე კომენტარს არ აკეთებს.

“დაელოდეთ 8 საათს”, – განგვიცხადა ნაკაშიძემ.

დღეს, 10 სექტემბერს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი და ოლიმპიური კომიტეტი პარტნიორობას 2025 წლის ჩათვლით გააგრძელებენ
შემდეგი სტატიაქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს,კორონავირუსი დაუდასტურდა