ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი შოთა დიღმელაშვილს უჩივის

ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი იუწყება, რომ მიიღო სარჩელი ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანისაგან.

“მურუსიძის სასამართლოში მიჩივის, რადგან არ მოსწონს მის მიმართ გადაცემა #სირცხვილია -ში გამოყენებული შეფასება “კრიშა”. მისი აზრით, უსამართლოდ დავწამე, რომ მისი ბიზნესპარტნიორი უცნაური პრივილეგიებით სარგებლობს სახელმწიფოსგან,” – წერს დიღმელაშვილი.

დიღმელაშვილის განმარტებით, საქმე უკავშირდება ამბავს, როცა აუდიტის სამსახურის მონაცემებით, შპს სანომ სახელმწიფოს მიერ ქუთაისელი უსახლკაროებისთვის გამოყოფილი ფულიდან დაახლოებით ორი მილიონი ლარით მეტი დაუსაბუთებლად აიღო, სამუშაოები კი არასათანადოდ შეასრულა.

შპს სანოს დამფუძნებელი კი ნინო წილოსანის პარტნიორია არაერთ კომპანიაში.

შოთა დიღმელაშვილი აღნიშნავს, რომ შპს სანოს დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ჭანტურიძე პარლამენტარი ნინო წილოსანის მოქმედი პარტნიორია რამდენიმე კომპანიაში.

“ნინო წილოსანს წყინს საპროტესტო მანიფესტაციაზე რატომ ჩნდება ეჭვი, რომ იგი სახელმწიფო ტენდერების მომგებ კომპანიას “კრიშავს” და ამიტომ იგებს ტენდერებს. ამ დროს უდიტის დასვკნით 2016 წელს თავშესაფრის ასაშენებლად გამოცხადებული კონკურსი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მორგებული იყო კონკრეტული პირის ინტერესებს.” – წერს ის.

ნინო წილოსანმა 2019 წლის 27 აგვისტოს დაწერა, რომ შოთა დიღმელაშვილს “ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის” უჩივლებდა.

“ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის. იმედი მაქვს, ეყოფა კეთილგონიერება და კონკრეტული ზომების მიღებამდე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და საჯაროდ ბოდიშს მოიხდის. ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ, ამ ქმედებით ყველა იმ მოქალაქეს ვცემ პატივს, ვინც მე ხმა მომცა და ნდობა გამომიცხადა” – წერდა წილოსანი Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიექიმის ცნობით,ყიფშიძეზე დაჭრილებს ცეცხლსასროლი იარაღის კვალი არ აღენიშნებათ
შემდეგი სტატიასააკაშვილს მე და ბოკერია მაშინ ვაჩერებდით, როცა მღვდლებს ჯიპებს ჩუქნიდა — უგულავა