“ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტში შეღწევა შეძლეს და სხდომა დაიწყო

პროტესტის მიუხედავად, პარლამენტში “ოცნების” დეპუტატებმა შეღწევა შეძლეს და საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა დაიწყო.

„ევროპულ საქართველოში“ შემავალი ფრაქციების წევრებმა კი, პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით მიმართეს.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტის ეზოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით შედიან და საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის დეპუტატები ხვდებიან. დილიდან სამართალდამცველების მიერ ლითონის კონსტრუქციებია განლაგებული ჩიტაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე.

პარლამენტის სხვა შესასვლელებთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ, მაგრამ მათ მიმდებარე ქუჩები უკვე ჩახერგილი დახვდათ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში ჩვეული გულწრფელობით უპასუხა ყველა კითხვას – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიანიკა მელია ვაჟა სირაძეს: გვარს ასე ამართლებდე არ წარმომიდგენია