ოცნების დეპუტატები პარლამენტის ეზოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ეზოს გავლით შედიან

ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის ეზოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ეზოს გავლით შედიან, რადგან ყველა სხვა მისასვლელი გზა სამართალდამცველებმა თავად ჩახერგეს რკინის კონსტრუქციებით.

აღსანიშნავია, რომ ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია იმავე შესასვლელთან არ მიუშვეს.

პარლამენტის ეზოში დეპუტატების შესვლას მომიტინგეების პროტესტი მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ მათ არავინ დაუკავებიათ, მხოლოდ სიტუაციას განარიდეს.

banner
წინა სტატიაში“პოლიციელები დაანგრიეს უკვე, შეშის ქურდებად გახადეს” – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიაპოლიციამ ჩიტაძის ქუჩიდან განარიდან რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ახდენდნენ პროვოცირებას და პარლამენტის შენობის ბლოკირებას