“ოცნების” დავალებული მაღალჩინოსნები-ვის რამდენი აქვს ბიძინა ივანიშვილის პირადი ვალი

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის კვლევის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოსპრემიერმინისტრს, მინისტრებს და დეპუტატებს, ბიძინა ივანიშვილის ბანკიდან სოლიდური კრედიტები აქვთ გამოტანილი, ჯამში კი ეს ციფრი 1 მილიონ 500 ათას ლარს აჭარბებს. ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის შემდეგ მონიტორინგის ცენტრში დაადგინეს, რომ ყოფილი პრემიერის მოვალეთა სიაში პირველ ადგილს მოქმედი პრემიერი იკავებს. ქართუ ბანკიდან გამოტანილი სესხის დასაფარად კი გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წელს მიღებულ შემოსავლზე 4-ჯერ მეტი თანხა გადაიხადა.

ივანიშვილის ვალი აქვს ვიცე-პრემიერსაც, ეკონომიკის მინისტრმა ქართუ ბანკიდან 79 ათასი დოლარი ისესხა. დიმიტრი ქუმსიშვილმა კრედიტი იმ დროს გამოიტანა, როდესაც მას ანაბრებზე საკმაოდ სოლიდური დანაზოგი ერიცხებოდა. ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ეკონომიკის მინისტრის სახელზე 20 ათასი დოლარი ინახება და ქუმსიშვილი ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელსაც იღებს.

ივანიშვილის მოვალეთა შორის არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, მინისტრებისგან განსხვავებით მათ ბანკიდან უფრო ცოტა ფული მისცეს. საშუალოდ 15 ათასი დოლარი თითოს.

დავალებული ჩინოვნიკების შესახებ მედიატორმა მხოლოდ კვლევის ერთი ნაწილი დაასრულა. ახლა იგივე მკვლევარები იძიებენ, დეპუტატების და ხელისუფლების მაღალჩინოსნების ან მათი ნათესავების კომპანიებიდან, ვის აქვს ივანიშვილის ბანკიდან სესხები ბიზნესისთვის.

banner
წინა სტატიაშიასწლოვანი ტიტა ხე ბარჟიდან წყალში ხელოვნურად გაყვანილ გზაზე გადაიტანეს
შემდეგი სტატიაღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მცირედი ღვთიური ნათების მატარებელი”