“ოცნების“ დაშლასა და დაპირისპირებებზე საუბარი ის პიარმიმართულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი მიჰყვება”

„ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი ფაქტორი მხოლოდ მის პიროვნებაში არ იყო, საწყისისთვის ასე იყო, როცა მის გარშემო პოლიტიკური ძალები შეიკრიბნენ, მაგრამ მას შემდეგ ჩამოყალიბდა სახელმწიფოს მოწყობის საერთო ამოცანები და ხედვები, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებზე. გამაერთიანებელი ფაქტორები თავად საქმეებია, რომელიც უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს. ბიძინა ივანიშვილმა ამისთვის საკმაოდ დიდი დრო დახარჯა. მართვის სისტემაში გარკვეული ხინჯებიც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მართვის ისეთი ფორმატი მივიღეთ, სადაც არც პიროვნული დაპირისპირებებია და არც განსხვავებაა ხედვებს შორის. თუ რამე განსხვავება არსებობს, ეს კამათით წყდება, რასაც ხელს უწყობდა ბიძინა ივანიშვილი იმ სტრატეგიული გეგმით, რაც 2011 წელს ჰქონდა ჩამოყალიბებული, საკმაოდ მყარი გუნდი შექმნა იმისთვის, რომ არ ავყვეთ ცრუ ინფორმაციებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – როდესაც ვთქვით, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრას ვაპირებდით, მას ამის საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია
შემდეგი სტატიაყოფილ პოლიციელს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა