ოცნების და ენმ–ის ყოფილი წევრების მორიგი ერთობლივი ბოიკოტი

“სამწუხაროდ უკვე მეორედ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ავთანდილ გაბელიამ, ეკა სამუშიამ და ფრაქცია ქართულმა ოცნებამ, ერთობლივად, მხარი არ დაუჭირეს მუნიციპალიტეტის მერიაში პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის შტატის დამატებას, რომლის ვალდებულებაც კანონითაა განსაზღვრული.
,,პერსონალური მონაცემების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად ,,საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს, ვალდებული არიან დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.“
კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება 3000 ლარის ოდენობის ჯარიმით.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მერიის ეფექტური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებას, რაც მერიის დისკრედიტაციას და შედეგად წალენჯიხელი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან და გაითვალისწინოს როგორც მოსახლეობის, ასევე საკრებულოს წევრების რაციონალური რეკომენდაციები”,-ნათქვამია წალენჯიხის მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი – ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, ვინ შეუშვას საკუთარ ქვეყანაში და ვინ, არა