“ოცნების” აგრესიულ აქტივისტებს შორის ერთერთი სოსო გოგაშვილის შვილია

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო გოგაშვილის შვილი ერთერთია, ვინც მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების “სირცხვილია” და “შეცვალე” აქციის დასაშლელად მივიდა. ნიკა გოგაშვილის თქმით, “გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე” და “ეს არის ტერორისტული ორგანიზაციის გამპრავებელი ძალა, რომელსაც არ აინტერესებს ქართული ფუნდამენტური ღირებულებები და არეულობას ცდილობს”. მისივე მტკიცებით, სამოქალაქო აქტივისტები თავად ცდილობენ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას.

“9 წელი რომ ხალხი გააუპატიურეს?” – კითხულობს ნიკა გოგაშვილი.

TV პირველის კითხვაზე, აქციის შესახებ თუ იცის სოსო გოგაშვილმა, აქტივისტი პასუხობს – “რა შუაშია, შვილს უფლება არ აქვს, მოვიდეს და დადგეს ქართველი ხალხის გვერდზე? მეკრძალება? ჩვენ ხელს არავის არ ვუშლით, უბრალოდ, გული გვტკივა, რომ ეს ძალა მორალს გვიკითხავს”.

კითხვაზე, იცის თუ არა სოსო გოგაშვილმა, რომ თავად ძალადობრივ კონტრაქციაზე იმყოფება, ნიკა გოგაშვილი პასუხობს – “მე ვარ სრულწლოვანი, მყავს ოჯახი და რას ცვლის, ინფორმაცია აქვს თუ არა? სოსო გოგაშვილი არაფერში არ არის ჩართული, ჩვენი, ახალგაზრდების კეთილი ნებაა,. რომ არ გვინდა, ესენი აქ იყვნენ. ჩვენ გვაღიზიანებს ეს ძალა”.

კითხვაზე, არის თუ არა ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, ნიკა გოგაშვილი პასუხობს, “არა, მე ვარ მოქალაქე”.

“მამაჩემი რა შუაშია, მეცინება უკვე, რას ცვლის ეს, 6-ის მერე სახლში უნდა წავიდე თუ? არაფერში მონაწილეობას არ იღებს, მე ვდგავარ აქ” – ამბობს “ოცნების” აქტივისტი.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1060291467679327/?t=62

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მინდა, გავაფრთხილო ყველა საფლავში ჩამყოლი, სად მიდიხართ
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – ხელისუფლების პროპაგანდაა, რომ ბურჯანაძეც ნაციონალია, ნათელაშვილიც, ელისაშვილიც, „გირჩიც“, „ლელოც“ და „სირცხვილიას“ ახალგაზრდებიც