“ოცნების” აღიარება – ერთი კომენტარი, რომელმაც პროპაგანდა ჩამოშალა

“ოცნების” დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ერთ წუთში ჩამოშალა პროპაგანდა, რომელზეც უკვე წლებია ივანიშვილის პარტია დგას – წაქაძემ აღიარა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეებს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. იმის გამო, რომ ფასები მაღალია, საზოგადოებაში უკმაყოფილება იზრდება. არადა აქამდე “ქართული ოცნება” ამტკიცებდა, რომ ეკონომიკა დუღს და სიღარიბეც მცირდება.

ბეჟან წაქაძეს აინტერესებს რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროდუქტებზე ფასები, ხალხში კი უკმაყოფილება შემცირდეს – ამ კითხვით მან საქართველოს ცენტრალური ბანკის შეფს მიმართა. ნათია თურნავას თუ დავუჯერებთ ინფლაციის ანტი-რეკორდული მაჩვენებელი პიკს მალე მიაღწევს და შემდეგ დაღმასვლას დაიწყებს. ანუ ახლა ხალხი მხოლოდ თურნავას პროგნოზების იმედზე უნდა იყოს.

პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას თურნავა ირწმუნებოდა, რომ ეროვნული ბანკისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ინფლაცია გაიზრდებოდა, თუმცა ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ხელმღვანელს გაუჭირდა იმის ახსნა, მაშინ რატომ გახდა კიდევ უფრო ძვირი ამ ქვეყანაში ცხოვრება. თურნავა ირწმუნება, რომ გაძვირდა მხოლოდ ის, რაც სხვაგანაც გაძვირდა, მაგრამ მედიკამენტებზე ფასის ნამატი არ გავრცელდება.

ნათია თურნავას ამ სიტყვებში ეჭვი ეპარებათ ეკონომისტებს. ის ვინც დიდი ხანია პროცესებს აკვირდება ამბობს, რომ იმპორტირებული ინფლაციის მაჩვენებელი ნულის ტოლია და ფასები იმის გამო იმატებს ყველაფერზე, რომ პრობლემა “ქართული ოცნების” პოლიტიკაშია. იმის გამო, რომ ივანიშვილის პარტია საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა იშლება. ყველაზე მძიმედ ეს პროცესები კი პენსიონერების ცხოვრებაზე აისახება. ასაკოვან მოქალაქეებს, მოჩვენებითად გაზრდილი შემოსავლის უდიდესი ნაწილი, საკვებში და მედიკამენტებზე ეხარჯებათ, თვიდან-თვემდე თავის გასატანად კი ფული არ რჩებათ.

banner
წინა სტატიაშიFT: ჟენევის მოლაპარაებებზე აშშ-ის სამშვიდობო გეგმა 28 პუნქტიდან 19-მდე შემცირდა
შემდეგი სტატიაპარლამენტთან, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს