“ოცნებიდან” ჩვენ გვკიცხავენ და ბრალს გვდებენ ენმ-ს მიმხრობაში, ეს ყველაფერი სასაცილოა – კრამერი

“სამწუხაროდ, კი. მე პატივს ვცემ საქართველოს, ქართველ ხალხს, კულტურას, ისტორიას, კულინარიას. ეს არის არაჩვეულებრივი ქვეყანა, მეგობრული ხალხით, მაგრამ მთავრობა არასწორი მიმართულებით მიდის. საქართველოს მდგომარეობა ამჟამინდელი მმართველობის ფარგლებში მაშფოთებს. მე არ ვარ ენმ-ს და არც სხვა პარტიების გულშემატკივარი და დამცველი. რაც მაშფოთებს არის პოლიტიკური კურსი, რომლითაც ქვეყანა მიემართება. ,,ქართული ოცნებიდან“ ჩვენ გვკიცხავენ და ბრალს გვდებენ ნაციონალური მოძრაობის მიმხრობაში. ეს ყველაფერი სასაცილოა. მე ვაკრიტიკებდი ენმ-ს, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. მე არავის მხარეს ვარ. მე მსურს ქვეყანა ვიხილო კარგი მმართველობის ქვეშ, უფრო დასავლური ორიენტაციით, პრესის თავისუფლების პატივისცემით, უმცირესობათა უფლებების დაცვით, იმის გააზრებით, რომ მომავალი დაკავშირებულია არა მოსკოვთან, არამედ დასავლეთთან.

მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია და რთულ სიტუაციაშია, მაგრამ მთავრობა მდგომარეობას გაუმჯობესების ნაცვლად აუარესებს”. – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა დევიდ კრამერმა ტელეკომპანია ალიტრანიუსის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით უსამართლოა – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაბარამიძე – არც ერთმა სიტყვით გამომსვლელმა არ ახსენა ის ადამიანები, ვინც ამ ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომ ისინი დღეს ციხეში არიან