“ღია მმართველობის პარტნიორობიდან” საქართველოს გარიცხვას “ოცნების” წევრი ნინო წილოსანი გამოეხმაურა.
როგორც წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობიდან” (OGP) იმიტომ გარიცხეს, რომ ივანიშვილის გუნდმა გამჭვირვალობის კანონი მიიღო.
“როგორც ჩანს, “ღია მმართველობამ” გადაწყვიტა, რომ ღიაობაზე თქვას უარი, რადგან საქართველო გარიცხეს იმიტომ, რომ მივიღეთ ღიაობის და გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ, როდესაც უწყება, ორგანიზაცია საკუთარ შინაარსზე ამბობს უარს, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არა საქართველოს აქვს დასაფიქრებელი რა ხდება არასწორად, არამედ თავად ამ ორგანიზაციის დაფუძნების მიზნები და ზოგადად შინაარსი არის კითხვის ნიშნის ქვეშ,” – ამბობს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, “ღია მმართველობის პარტნიორობამ” (OGP) საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა სამუდამოდ შეაჩერა.
განცხადების მიხედვით, პარტნიორობის შეწყვეტა “ქართული ოცნების” პოლიტიკას მოჰყვა.
















