“ოცნებაში” გადასვლაზე უარის შემდეგ ბოლნისში ენმ-ს მხარდამჭერს ცემეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუთში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას მისივე თანასოფლელი “ქართული ოცნების” აქტივისტი და მხარდამჭერი გაუსწორდა.

“ჩემს შვილს ეძებდნენ, კარები გაუღო ჩემმა ქმარმა და დაუწყეს ცემა. ეკითხებოდნენ – თუ სად იყო ჩემი შვილი. ჩემს მეუღლეს გილგამ იბრაგიმოვმა დაარტყა. ეს პიროვნება “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. სავარაუდოდ, აგრესია უკავშირდება იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შეკრებას ესწრებოდა ჩემი შვილი,” -ამბობს დაზარალებულის ცოლი.

ერთერთი ვერსიით, ახალგაზრდა ენმ-ს მხარდამჭერი მას შემდეგ აითვალწუნეს, რაც “ოცნებაში” გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ მისგან უარი მიიღეს. რაც შეეხება დაზარალებულს, 62 წლის კაცს თავი აქვს გატეხილი და სახეზე დაზიანებები აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, ეს ქვემო ქართლში წინასაარჩევნო დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. სწორედ ამ რეგიონს უკავშირდება პირველი “წინასაარჩევნო” გასროლაც, როცა რამდენიმე პირი კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრს დაუპირისპირდა.

banner
წინა სტატიაშინაფარეულში მანქანა ამობრუნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი
შემდეგი სტატიაგახარია: ნათელია და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი თბილისი მშვენიერდება