“ოცნებაში” არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილს ბრიტანეთმაც დაუწესოს სანქციები

ივანიშვილის დავა მილიონებზე – “ოცნებაში” არ გამორიცხავენ, რომ “ოცნების” დამფუძნებელს დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესოს ფორმალური სანქციები, რაც “კრედით სუისთან” მოგებული 607 მილიონის არდაბრუნების კიდევ ერთი საფუძველი გახდეს.

შესაძლებელია, რომ მომავალში სწორედ იმიტომ, რომ მან კუთვნილი თანხები ვერ მიიღოს, უკვე ფორმალური სანქციებიც დაუწესდეს, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს მერე ბანკისთვის, არ დაუბრუნდეს მას საკუთარი თანხა. ეს მოლოდინი არსებობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი ასე არც მოხდეს და სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს.

ლადო ბოჟაძეს “პირველების” ჟურნალისტმა ჰკითხა – გამოჩნდა თუ არა გუშინ, რომ ბრიტანეთის სასამართლო “დიფსთეითისგან” თავისუფალია, რაზეც ბოჟაძემ ასეთი პასუხი გასცა:

გუშინ გამოჩნდა, რომ სასამართლო არის სამართლიანი, ამნამდეც გახსოვთ თქვენ, სხვა სასამართლოები ჩატარდა, თუმცა აღსრულების ნაწილში თქვენ ხედავთ, რომ ბანკები, მათ შორის სასამართლსო გადაწყვეტილებას არ ასრულებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებსი გადაწყვეტილების უკან ისეთი ძალა ან ძალები დგანან, რომლებცი აძლევენ ბანკებს იმ სითამამეს და “ძალას”, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ სასამართლო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ბოჟაძემ.

ბოჟაძე დღეს შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისადმი დაწესებული სანქციების უსამართლობაზე საუბრობდა და “პირველების” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამტკიცებდა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერიში აქციაზე მომიტინგეების წამება მტკიცებულებებით არ დასტურდება.

ეს ტყუილია, ამას სჭირდება მტკიცებულებები. რას იტყვის დაკავებული, ადვოკატი არის ერთი, რას იტყვის სამედიცინო ექსპერტიზა, არის მეორე. არცერთი ადამიანის ცემის ფაქტი, მითუმეტეს სიკვდილამდე ცემის, რასაც თქვენ ამბობთ, არ დადასტურებულა, მათ შორის არც საახლხო დამცველის დასკვნით”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.

“ხალხის ძალის” ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი კი ივანიშვილის მილიონების საერთაშორისო დავებში კვლავ “დიფ სთეითის” ხელს ხედავს. მაჭარაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა დიფ სთეითის ჩარევით ბრიტანეთმა მართლაც მიიღოს “ოცნების” დამფუძნებლის დასანქცირების გადაწყვეტილება.

რა მოუვა თავში დიფს თეითს, ეს არავინ იცის, მაგრამ განწყობა არის ასეთი, რომ სანქციები იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ფორმალური თუ არაფორმალური შემზღუვდელი ნაბიჯები, ეს არ გაიცვლება ქვეყნის ინტერესებზე. ერთ-ერთ ყველაზე სანდო, საერთაშორისო საბანკო სისტემა, როგორიც არის “კრედიტ სუისი” და ზოგადად შვეიცარიის საბანკო სისტემა, პრაქტიკულად ჩამოანგრიეს. ანუ წარმოდიგინეთ, რა დონეზე აწყობთ და უღირთ, რომ ებრძოლონ ამ ადამიანს, რომ ამხელა საბანკო სისტემა პრაქტიკულად გაანულეს”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

გარე ძალებზე საუბრობს “ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი – მარიამ ლაშხი ამბობს, რომ აშშ-ს მხრიდან ივანიშვილის სანქცირება დასაბუთებული არ არის.

ლაშხი “პირველების” კითხვის საპასუხოდ ირწმუნება, რომ ივანიშვილს ქვეყნის საგარეო ვექტორი არ შეუცვლია და არც მომიტინგეების წამებას ჰქონია ადგილი 2024 წლის ნოემბერ დეკემბერში.

ნებისმიერი სხვა ტიპის გადაწყვეტილება, მათ შორის სანქცია, რომელსაც არ აქვს არგუმენტირებული, სამართლებრივი დასაბუთება, არის მართული გარე ძალების მიერ”, – ამბობს მარიამ ლაშხი.

ლონდონის სასამართლოს, Privy Council-მა გუშინ გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა წინა ინსტანციის ბერმუდის სასამართლოს მიერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. [აღნიშნული განაჩენი UBS/Credit Suisse-მა 2024 წელს Privy Council-ში გაასაჩივრა].
Credit Suisse-მა ასევე წააგო მრავალწლიანი დავა სინგაპურშიც, სადაც საბოლოო განაჩენით ივანიშვილის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, ექსპერტების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ამერიკული სანქციების გამო, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თანხებზე წვდომა ვერ დაიბრუნოს. შემდგომი ეტაპები შეეხება უკვე თავად თანხის მიღების სამართლებრივ მექანიზმებს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” პასუხი ნიკა მელიას
შემდეგი სტატიაშიმშილობის 29-ე დღე პარლამენტთან და მოშიმშილეების პასუხი „ოცნებას“