“ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა – დანიელსონი თბილისს ტოვებს

„მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს. პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტილება, დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავს, რომ ქართველი ლიდერები შეძლებენ, სრული ყურადღება დაუთმონ „კოვიდსა“ და მის სოციო-ეკონომიკურ შედეგებს, წინ წაიწიონ ევროკავშირის დღის წესრიგში და დაიცვან საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დანიელსონის თქმით, ეს არის რეალური გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას ქვეყანა.

„ამ კვირის განმავლობაში ინტენსიურ დისკუსიებში ვიყავი ჩართული საქართველოში. როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი, რომ ევროკავშირს გაეწია მედიაცია ამ პროცესში. ევროკავშირმა და აშშ-მა გულმოდგინედ იმუშავეს, რათა მხარი დაეჭირათ მხარეებისთვის, რომ მიეღწიათ შეთანხმებას არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად საქართველოში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავს, რომ ქართველი ლიდერები შეძლებენ, სრული ყურადღება დაუთმონ „კოვიდსა“ და მის სოციო-ეკონომიკურ შედეგებს, წინ წაიწიონ ევროკავშირის დღის წესრიგში და დაიცვან საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში. ეს არის რეალური გამოწვევები, რომლის წინაშეც არის ეს ქვეყანა. გარკვეული მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმის რამდენიმე ასპექტთან დაკავშირებით და ეს მისასალმებელი და გარდაუვალი საკითხებია კრიზისის. თუმცა, სხვა საკითხებში ნაკლები პროგრესი იყო. მე გავემგზავრები ბრიუსელში და მოვახსენებ ამაზე პრეზიდენტ მიშელს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავლის პოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ, ეს აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებისთვის. ვიმედოვნებ, რომ პარტიები ახლა სერიოზულად დაფიქრდებიან ამ ვითარებაზე და გასავლელ გზაზე, ექნებათ კომპრომისის აუცილებელი სურვილი, რომელიც მედიაციის წარმატებული შედეგის შესაძლებლობას იძლევა. მე მჯერა, რომ ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს“, – განაცხადა დანიელსონმა.

banner
წინა სტატიაშიკრისტიან დანიელსონი: იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა, დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე
შემდეგი სტატიავაშაძე: ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის, რა არის ევროპული ინტეგრაცია