“ოცნებას” პარლამენტში უზის ადამიანები, რომლებიც “ქოლ-ცენტრების” დანაშაულებრივი სქემის წილში იყვნენ – ამის შესახებ “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჰელსინკის კომისიის მძმე გზავნილთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ნაძარცვი ფული “ოცნებას” არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება.
რა თქმა უნდა, ამხელა დანაშაულებრივი სქემა ვერ აეგება ვერასდროს, თუ იქ სამართალდამცავი უწყებები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არის წილში. კიდევ იქით ცდილობდნენ, რომ სხვებისთის დაებრალებიათ. პარლამენტში უზით ადამიანები, რომლებიც წილში იყვნენ ამ დანაშაულებრივი სქემის. სწორედ ეს ადამიანები ძარცვავენ ევროპელ პენსიონერებს და ამ ფულით უნდათ შემდგომ, რომ გააყალბონ არჩევნები. ეს არის ფაქტი”, – ამბობს ვაშაძე.
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს – გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.