“ოცნებას” არა მარტო არ აღიარებენ, მათ მიღმა იწყებენ საქართველოში მოქმედებას”, – ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია, ეუთოს მიერ საქართველოში “მოსკოვის მექანიზმის” ამუშავებას.
როგორც “კოალიცია ცვლილების” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პროცესის დაწყება, საქართველოსთვის სერიოზულოი და მნიშვნელოვანი სიგნალია.
„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის” ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია.
1. „ოცნებას“ არა მარტო არ აღიარებენ, მათ მიღმა იწყებენ საქართველოში მოქმედებას;
2. ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, „ოცნების“ დასასჯელად გადადგმული პირველი ნაბიჯია;
3. ეს არის არა მხოლოდ ქიმიური იარაღის, არამედ ქვეყანაში შექმნილი საერთო კონტექსტის დამდგენი ჯგუფი;
4. ასეთი ნაბიჯები არ იდგმება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან ისე, რომ შემდეგ ნაბიჯებზე არ იყოს ნაფიქრი;
5. ეს არის საზოგადოებრივი პროტესტისა და ოპოზიციის მუშაობის შედეგი! მოქმედებას მოაქვს შედეგი!
ბოლომდე! ელენე ხოშტარია, რუსთავის ქალთა ციხე“, – წერს ელენე ხოშტარია.














