“ოცნებას” არ აწყობს, რომ ანწუხელიძე, როგორც გმირი ისტორიულ მეხსიერებაში იყოს შესული”, – ასე აფასებს საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი რუსუდან კობახიძე გუშინ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე გმირის, თანამედროვე წინააღმდეგობის მეხსიერებიდან გაქრობა, რასაც ქართველი საზოგადოება არასდროს შეეგუება.
არანაირად არ აწყობთ, რომ ანწუხელიძე, როგორც გმირი იყოს შესული ისტორიულ მეხსიერებაში. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ანწუხელიძე წარმოადგინონ ერთ-ერთ მსხვერპლად, ანუ გმირი კი არა ეს იყო მსხვერპლი. მიზანი არის თანამედროვე გმირის, თანამედროვე წინააღმდეგობის მეხსიერების გაქრობა. ჩემია აზრით ეს არის უბრალოდ აღმაშფოთებელი და ამას ქართული საზოგადოება არასდროს არ ჭამს ესე ვთქვათ”, – ამბობს რუსიკო კობახიძე- აროშვილი.
თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა.