“ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე ევროპელ ექსპერტებს უკვე მიღებული გადაწყვეტილება დაახვედრა

„ქართულმა ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ევროპელ ექსპერტებს უკვე მიღებული გადაწყვეტილება დაახვედრა, რომლის ერთადერთი მიზანი სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის გამყარებაა – ასეთია მმართველი გუნდიდან დემარშით წასული დეპუტატების შეფასება. ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად დღეს ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდა. ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ვერ უძლებს კრიტიკას და სწორედ ამასთან დაკავშირებით მიაწოდა მან ინფორმაცია ვენეციის კომისიის წევრებს. ეკა ბესელია მთავარი შენიშვნა მდგომარეობს იმაში, რომ კანონპროექტის მიხედვით იუსტიციის საბჭოს დიდი უფლებები აქვს მინიჭებული, მაშინ როდესაც დაკნინებული პარლამენტის როლში.

„კობახიძის კაბინეტის ვერსიაში არის პარლამენტის როლი დაკნინებული და იუსტიციის საბჭოს აქვს ასე გაშლილი ფრთები. არ ვიცი ამაზე უფრო მეტი ფანტაზია რა შეიძლება წარმოიდგინო, რომ მოიფიქრო ხუთ დონიანი ფილტრი და ეს სია ისე დაჩეხო და დაწურო, რომ შენთვის სასურველ გვარებამდე დაიყვანო. პოლიტიკური პროცესი თუ პოლიტიკური კონტექსტი ერთია. რაც რეალობას ქმნის, უნდა გავითავისოთ მაგრამ წმინდა სამართლებრივად ის, რომ არც ერთი ქვეყნის მოდელს არ ჰგავს და დაიწერა იმ ადამიანების მიერ ვინც თავისთვის წერს ხოლმე კანონპროექტებს, ეს უკვე ცუდი ნიშანია და ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ არ მიდის ჯანსაღად,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში5 აპრილს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების რისკების შეუფასებლობას უკავშირდება – შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი