საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა.
“ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე დათმეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს არის ჩვენი ხვედრი.
ეს დამოუკიდებლობა ყველასთვის ყველაზე ძვირფასია.
ყველა, გაფრთხილების მიუხედავად ბოლომდე იდგნენ. იდგნენ და დარჩნენ.
No pasarán – ეს არის ჩვენი გზავნილი. რაც არ უნდა აქ მოვიდეს (ქართული ოცნება) და ვითომც და პატივი სცეს, თუნდაც დაიჩოქოს, არაფერი ეშველებათ.
ესენი არიან ისინი, ვინც საქართველოს ჰყიდის, საქართველოს დამოუკიდებლობას ჰყიდის და მზად არიან იმისთვის, რომ თავიანთი გამდიდრებისა და ძალაუფლებისთვის ყველაფერი გასცენ და ყველაფერი მისცენ რუსებს”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
















