მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი BBC-ის გამოძიებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქართულმა ოცნებამ აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. ბროუდერის თქმით, “საკითხავი მხოლოდ ის არის, ეს თავად მოიფიქრეს თუ მათმა რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს?”
ამის შესახებ ბროუდერი X-ზე წერს.
“საქართველოს ხელისუფლება პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს. ეფექტები ზემოქმედების შემდეგ კვირების განმავლობაში გრძელდება. ეს უზნეობის ახალი დონეა. საკითხავი მხოლოდ ის არის, ეს თავად მოიფიქრეს თუ მათმა რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს?” – წერს ბროუდერი.
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი, “კამიტე” გამოიყენა.
ოცნებამ აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა – BBC
















