“ოცნებამ” საბოლოოდ დააანონსა ქუჩებში ძალადობა და ანგარიშსწორება, გახსნეს წინასაარჩევნო მარათონი – კუპრაძე

პარტია “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე დღეს მომხდარ თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქუჩებში ძალადობა და ანგარიშსწორება დააანონსა და ამით წინასაარჩევნო მარათონი გახსნა.

“ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დააანონსა ქუჩებში ძალადობა და ანგარიშსწორება.
ზურა ჯაფარიძეს გორის სმარტთან დაესხნენ თავს
ბორჯომში ახალგაზრდული ბანაკის ბავშვებს მამის ტოლა ორკები მიუყარეს სასტუმროსთან, ქვების სროლით, დედისგინებით და მუქარით
თსუ-ში კობახიძის ლექციიდან გამოსულ სტუდენტს, რომელმაც რუბლები გადააყარა ირაკლი კობახიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ უნივერსიტეტის შენობაში.
ეს უკვე დილიდან!
ქვეყანას ძალადობაში ჩაძირავენ ესენი.
დღეიდან გახსნეს წინასაარჩევნო მარათონი, აწი დაგვესხმებიან თავს, ყველგან და ყველა ბინძური მეთოდით!
ჰოდა, თქვენი შესაშინებელი ლაჩრები თქვენკენვე მოიკითხეთ.” წერს კუპრაძე

banner
წინა სტატიაშილავროვი – სანქციები შორის არის ახალი მეთოდისგან, რომელსაც დასავლეთი „ურჩების დასასჯელად“ იყენებს
შემდეგი სტატიაკაპანაძე – „რუსული ოცნება“ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლს ჰგავს, რომელიც საჭეს ვერ იმორჩილებს და ქვეყანას კატასტროფისაკენ მიაქანებს