„ოცნებამ“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა – პოდოლიაკი

„საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარი ადგილობრივი ოლიგარქის, ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევა ადასტურებს.

„„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჩვენა, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქის, ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას გვთავაზობს. ყველა რუს ოლიგარქს შეეხება „დეოლიგარქიზაცია““, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოზე უკეთ ცოტა თუ ხვდება იმ რეალობას, რაც უკრაინაშია, საქართველომ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში, მიიღო დამანგრეველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – კლევერლი
შემდეგი სტატიაჩვენ და მოლდოვა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ, არ გვაქვს ნატო-ს უსაფრთხოების, ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, ორივე ქვეყანაში იმყოფება რუსეთის ჯარები, მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ – პაპუაშვილი