“ოცნებამ” პოლიტიკა დაარქვა ძალადობას, სისხლიან ბანერებს, ამ დროს კი დაავიწყდათ ყველაზე მთავარი, ადამიანი და მათი საჭიროებები- ანა ბიბილაშვილი

თქვენ პოლიტიკას ეძახით იმ ცხრა წელს რასაც ვუყურებთ და იმ ცხრა წელსაც რაც მანამ იყო – ამის შესახებ “ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა კალაძეს განუცხადა.

ბიბილაშვილის თქმით, “ქართულმა “ოცნებამ” პოლიტიკა დაარქვა დაპირისპირებას, სისხლიან ბანერებს, ძალადობას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და ამ დროს დაავიწყდათ ყველაზე მთავარი, ადამიანი, მათი საჭიროებები და რეალური პრობლემები.

“სადაც ვარ დღეს, ვარ იმიტომ რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი მოქმედებითა და უმოქმედობით ეს ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანა. ამ ქვეყანას და ადამიანს წაართვა პერსპექტივა და მომავალი. მე აქ ვდგავარ იმიტომ, რომ ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომლის პროფესიაც არის ქალაქი და ქალაქის საჭიროებები. ამ ქვეყანაში და ქალაქში ადამიანებს სჭირდებათ ცვლილებები და ეს ყველა კვლევაში ჩანს, მათ სჭირდებათ განსხვავებული პოლიტიკა. ადამიანებს უნდა ვესაუბროთ მათ საჭიროებებზე, რომლის წინაშეც დგანან. ეს ცვლილებები იმისთვისაა საჭირო, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა არ იყოს. რაც სამწუხაროდ არ შედის “ ქართული ოცნების” ინტერესებში,”-ანა ბიბილაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 708, იმერეთში – 289, კახეთში – 301
შემდეგი სტატია„ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორი – დმანისში დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურია