„ ოცნებამ“ ოპოზიციას ისევ მოუგო , თან ახვეწნინა და ისე”- დავით ჭიჭინაძე

,, ამ მოლაპარაკებაში „ ქართულმა ოცნებამ“ მართლა მოუგო ოპოზიციას, თან ახვეწნინა და ისე.
რეალურად კი, პოლიტიკოსებმა ხალხის მიღმა „ივაჭრეს“, შეთანხმდნენ და ეს ყველაფერი დიდი ზარ-ზეიმით დემოკრატიის გამარჯვებად გამოგვიცხადეს.”

– აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ისევ ” ოცნებას” ექნება უფრო მეტი მაჟორიტარის გაყვანის შანსი.
სისტემა კი, ან პროპორციული უნდა იყოს ან შერეული, რადგან – დამსგავსებული, როგორც ასეთი, უბრალოდ არ არსებობს.

„ 2019 წლის 20 ივნისს რაც მოხდა, ეს იყო ხალხის მონაპოვარი და მე, როგორც ხალხის რჩეულმა, მხარი დავუჭირე სწორედ ხალხის მონაპოვარს – პროპორციულ სისტემას და არა მიახლოებულ პროექტს -„ოცნების“ დამახინჯებულ ვარიანტს!
კენჭისყრაშიც მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიღო მონაწილეობა. ორმა ძალამ, რომელთა ინტერესებიც მუდმივად უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს. ისე, გასაკვირი არც არის, მათი პერსონებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში დიდად პოპულარობით არ სარგებლობენ და იმიტომ.
და კიდე, რაც ასევე უმთავრესია.
ადრე მაჟორიტარებს ფეოდალებად მოიხსენებდნენ და ახლა რა ქნეს, ამ შემცირებით გაუმსხვილეს საფეოდალოები?!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშინაზი ჯანეზაშვილი – თამარ ჩუგოშვილი მირეკავდა და გაჩუმებას მთხოვდა
შემდეგი სტატიაპარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს