“ოცნებამ” “ნეტგაზეთის/ბათუმელების” დამფუძნებელი დამოუკიდებელი ხმის გასაჩუმებლად დააკავა

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა დღეს ევროპარლამენტში გამოსვლისას რუსეთის რეჟიმის მსხვერპლ ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ოთახში ქართველ დაპატიმრებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე ისაუბრა.

ევროპარლამენტარმა პირდაპირ თქვა, რომ “ოცნებამ” “ნეტგაზეთის/ბათუმელების” დამფუძნებელი დამოუკიდებელი ხმის გასაჩუმებლად დააკავა.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის პატიმრობამ ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა და საქართველოში დემოკრატიის კუთხით ვითარება სულ უფრო და უფრო უარესდება.

ძალიან სიმბოლურია, როდესაც ვსაუბრობთ მზიაზე, რომელიც ციხეშია და ამას ვაკეთებთ ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ოთახში, რომელიც რუსეთის რეჟიმის მსხვერპლია. ავტორიტარულ რეჟიმებს შეუძლიათ მრავალი გზა გამოიყენონ დამოუკიდებელი ხმის გასაჩუმებლად. მათ ეშინიათ, რადგან თავისუფალი სიტყვა არადემოკრატიული რეჟიმების უდიდესი მტერია. დამოუკიდებელი ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სახელმწიფოს მტრად აცხადებენ. არც ნაკლები და არც მეტი. ის დაპატიმრებულია, ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა ამ პატიმრობამ და არანაირი არგუმენტი არ არსებობს. საქართველოში სიტუაცია საერთოდ არ გამოიყურება კარგად. უკუსვლა და უკუსვლაა მხოლოდ.
არამხოლოდ ჟურნალისტები არიან სამიზნე, არამედ ოპოზიცია. ვნახეთ პოლიტიკოსების დაპატიმრება პოლიტიკური მოტივებით. ამ ყველაფრის გამო საქართველოს ხელმძღვანელობა გაჰყავს ააქაართველო ევრიკავშირის კანდიდთების სიიდან. საქართველო ჩამორჩა უკრაინას და მოლდოვას. ამიტომაც უნდა ვსიაუბროთ ქღთველი ხალხის სახელითაც, ავხსნათ ყველა ის ქეისი, რაც ხდება დ ამივცეთ იმედი მათ, ვინც გისოსებს მიღმა იმყოფება და ჯერ კიდევ აქვთ დემოკრატიული და ევრკპილი საქართველოს იმედი”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა

banner
წინა სტატიაშიამაღლობელი საქართველოში დიქტატურისა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: თუ დღეს არსებობს რამე, რაც ყველაზე მეტად საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა