ოცნებამ კომიტეტების თავმჯდომარეებად ის დეპუტატები დააწინაურა, ვინც პროპორციულს ხმა არ მისცა

მას შემდეგ, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო, ქართული ოცნების 12-მა წევრმა უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა, მმართველმა გუნდმა თანამდებობებზე ახალი პირები წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება – მამუკა მდინარაძე ვიცესპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იქნება. მათივე ცნობით, ვიცესპიკერის თანამდებობაზე ინაცვლებენ გიორგი კახიანი და კახა კუჭავა, გია ვოლსკი კი, რომელსაც ამ დრომდე ვიცესპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტები ეკავა, პირველი ვიცესპიკერი გახდება.

რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს კი, ევროინტეგრაციის კომიტეს თამარ ხულორდავას ნაცვლად დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ერთერთი იყო მათ შორის, ვინც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტის წინააღმდეგ წასული კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილიც დაწინაურდა, რომელიც საპროცედურო კომიტეტს უხელმძღვანელებს.

დეპუტატი ნინო წილოსანი ასევე ერთერთია იმ 37 დეპუტატს შორის, ვინც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ახლა ის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა კომიტეტს, მას სოფო ქაცარავას ნაცვლად, ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს, განათლების კომიტეტს კი – გენადი მაჭარაშვილი.

ამასთან, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას რატი იონათამიშვილი დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშიფოთის მუნიციპალიტეტის მერი სცემეს?!
შემდეგი სტატიაუგულავა კალაძეზე-” ეს ბოგანო, უწიგნური