“ოცნებამ” ისტორიიდან უნდა ისწავლოს, თავისუფალი ხალხი გაიმარჯვებს” – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
კონგრესმენი პოსტში აღნიშნავს, რომ ერთ წელზე მეტია, რაც ქართველი ხალხი გმირულად ეწინააღმდეგება “ოცნების” რეჟიმის მცდელობას, “თავისუფალი ქვეყანა კლანურ დიქტატურად აქციოს”.
“ერთ წელზე მეტია, რაც ქართველი ხალხი გმირულად ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” რეჟიმის მცდელობას, თავისუფალი ქვეყანა კლანურ დიქტატურად აქციოს, რითაც საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. “ქართულმა ოცნებამ” ისტორიიდან უნდა ისწავლოს, თავისუფალი ხალხი გაიმარჯვებს,” – წერს უილსონი.
















