“ოცნებამ” იცის, რომ ქუთაისში არჩევნებს წააგებს, ამიტომ ცდილობს, რაღაც საკენკი დაუყაროს ხალხს, – ასე აფასებს “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი პრემიერის გადაწყვეტულებას, ქუთაისის პარლამენტის შენობა ტექნოლოგიურ ჰაბად გადააქციოს.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე უყურადღებოდ მიტოვებული ქალაქია და ადგილობრივები თავს მხოლოდ ემიგრაციაში წასული ოჯახის წევების დახმარებით ირჩენენ.
„ოცნების“ პირობებში ქუთაისი არის ერთ-ერთი ყველაზე უყურადღებოდ მიტოვებული ქალაქი. როგორც ჩანს ბოლო კვლევებით, ისინი ხედავენ, რომ ქუთაისს წააგებენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ამიტომ ცდილობენ ახლა რაღაც ტიპის საკენკი დაუყარონ მოქალაქეებს, რომლებიც მთელი წლებია არ გახსენებია „ქართულ ოცნებას“ და ეს არის ქალაქი, რომელიც, ფაქტობრივად, როგორც თავად ქუთაისელები ამბობენ, „ჩემოდნებზე ზის“, იმიტომ, რომ თუ რამით არსებობენ დღეს იქ ადამიანები, დიდწილად ეს არის ოჯახის წევრების ემიგრაციის წასვლის და მძიმე შრომის ფასად, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.