„ოცნებამ“ გუშინ გამოავლინა პოლიტიკური უმწიფრობა, მათთვის პირადი ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა – ბაქრაძე

„ოცნებამ“ გუშინ გამოავლინა პოლიტიკური უმწიფრობა, მათთვის პირადი ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ეს არ არის „ევროპული საქართველოს“ გაზრახვა და ჩვენი ამოცანაა, საარჩევნო გზით დავამარცხოთ „ოცნება“. გადაწყვეტილება და ბურთი არის ახლა „ოცნების“ ხელში. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ისინი გადაუხვევენ მიცემულ სიტყვას. მაშინ ოპოზიციას, საზოგადოებასა და მოქალაქეებს სხვა გზა არ დარჩება, ქუჩაში გამოვა და პროცესები წავა უკიდურესად რადიკალური მიმართულებით. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლების ხელშია, სწორედ მათი ნაბიჯები განსაზღვრავს, როგორი იქნება შემდგომი წლები ქვეყანაში; მივალთ ნორმალურ არჩევნებამდე და ყველაფერი წავა მშვიდობიანად თუ მოხდება პროცესების რადიკალიზაცია და ქვეყანაში მართლად იქნება ის არეულობა და დესტაბილიზაცია, რაზეც გუშინ მითიური საფრთხეების ფორმით საუბრობენ უმრავლესობის წევრები. ფუნდამენტური დაპირებები უნდა შესრულდეს, როგორი აზრთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს გუნდში. „ოცნებამ“ გუშინ გამოავლინა პოლიტიკური უმწიფრობა და მეორე მხრივ, მათი პირადი ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა და ქვეყნის სტაბილურობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილს რევოლუცია თუ უნდა ამას აუცილებლად მიიღებს” – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია : პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება