“ოცნებამ” ევროკავშირის კარი განზრახ ჩაკეტა – ასე ეხმაურება Politico-ს სკანდალური სტატიას “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი

“ოცნებამ” ევროკავშირის კარი განზრახ ჩაკეტა – ასე ეხმაურება Politico-ს სკანდალური სტატიას “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის თქმით, შოკისმომგვრელად არის სტატიაში აღქმული “ოცნების” ქმედებები, რადგან ოპოზინიონერის განცხადებით, მართლაც შოკისმომგვრელია ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს.

კარი, რომელიც ძალიან დიდი ფასის შედეგად და ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად გაიხსნა, განზრახ, ეს კარი “ოცნებამ” ჩაკეტა, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე სწორედ ასეთი პოლიტიკით, სწორედ ასეთი ნაბიჯებით, სწორედ ამ განაცხადებებით, რაზეც ამ სტატიაში არის უკვე შოკისმომგვრელ სტილში აღქმული, რადგან ეს მართლაც შოკისმომგვრელია, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. ის ეკონომიკური ფაქტორი, კეთილდღეობის, რომელიც დიქტატურის პირობებში არის ბელორუსში, საქართველოში ასეც ვერ იქნება, ანუ საქართველო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნება, გამომდინარე ეკონომიკური მოცემულობებიდან”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველო ჩრდილოეთ კორეის გეგმით მიდის – ასე ეხმაურება გავლენიანი გამოცემა Politico ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციის აკრძალვა და მათთვის მანდატების წართმევა დაანონსა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ თუ მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს, საქართველოში დემოკრატია დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში ძლიერმა წვიმამ და ქარბორბალამ პრობლემები შექმნა