„ოცნებამ“ ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ამხილა საკუთარი თავი, მას არ უნდა თანხმობა საკუთარ საზოგადოებასთან – ჯაფარიძე

„ოცნებამ“ ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ამხილა საკუთარი თავი, მას არ უნდა თანხმობა საკუთარ საზოგადოებასთან“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ოცნებამ“ მხარდამჭერების 50% უკვე დაკარგა.

„უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში იმისათვის რომ ეჩვენებინა ხელისუფლებისთვის, არ დათმობს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ ამ მოძრაობის სათავეში იყვნენ სამოქალაქო სექტორი და ახალგაზრდები. ჩვენც პოლიტიკოსები მათ, როგორც მოქალაქეები ისე შევუერთდით.

პოლიტიკოსების ამოცანაა ასეთი კონსოლიდაცია, როდესაც არსებობს საზოგადოებაში ჩვენ ხელი შევუწყოთ. „ოცნებამ“ ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ამხილა საკუთარი თავი, მას არ უნდა თანხმობა საკუთარ საზოგადოებასთან.

ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. ასეთი მმართველობის პირობებში საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირში არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების 50%-მა ზურგი შეაქცია. ამ ხალხს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა სურს“, – აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობა“, როგორც მორიელი, ზურგზე აღარასდროს აღარ უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას, არ უნდა მივცეთ საშუალება, რამენაირად მოღონიერდეს – კობახიძე
შემდეგი სტატიაევროკავშირის გადაწყვეტილება დეკემბერშიც პოლიტიკური იქნება და წინასწარ გაგვიჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების განსაზღვრა, თუმცა შეგვიძლია, საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ 12-ვე პუნქტს შევასრულებთ – კობახიძე