„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების სარჩელის განხილვების შესახებ აცხადებს, რომ ხელისუფლება „აბსურდის თეატრში“ დამარცხებული მხარეა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ამ აბსურდის თეატრში, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მოაწყო, ისინი მკაფიოდ დამარცხებული მხარე არიან. მოსარჩელე მხარის არცერთ არგუმენტს არ გააჩნია არავითარი ძალა და წონა. „ქართული ოცნების“ რეჟიმი დღეს წერს საკუთარ საბრალდებო დასკვნას, რომელშიც უკლებლივ ყველაფერი, რასაც პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ამბობენ, თავად აქვთ ჩადენილი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ვერცერთ კრიტიკულ მიმართულებით ვერც ფაქტებს და ვერც არგუმენტებს იშველიებენ და საბრალო ფართხალს არიან მიცემულები“, — აცხადებს ტვ პირველის ცნობით გრიგოლ გეგელია.
















