“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე კობახიძის განცხადებას “მტრულს” უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული განცხადებით, არალეგიტიმურმა პრემიერმა, ფაქტობრივად, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაც “უცოხურ ძალად” გაასაღა.
უცხოურ ძალად და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მომუშავე ადამიანებად ასაღებენ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას, ამ განცხადებიდან ეს გამოდის. ისინი ემტერებიან საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. მთელი ეს ბოდიშის კამპანია, მთელი ეს თვითგამოცხადებული კომისია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მოხდეს საქართველოს დანაწევრება და დაშლილი სახით საქართველო ჩააბარონ რუსეთს, – ამბოლბს გია ჯაფარიძე.
ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს “ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა”.