ოცნება წერა-კითხვის მცოდნეთა გარეშე გადის არჩევნებზე

gociridze

gociridzeოცნება წერა-კითხვის მცოდნეთა გარეშე გადის არჩევნებზე. წარმოიდგინეთ მათი სია რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატების და ფორუმის გარეშე”-ასე ეხმიანება „რესპუბლიკელების“ კოალიციიდან წასვლას  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
წარმოიდგინეთ? ჰო და ასეთი რამეც წარმოიდგინეთ: ვთქვათ, სიის პირველ ხუთეულს მისცეს წერითი დავალება. მოყოლით არ ითვლება. ლაპარაკი ყველამ ისწავლა. მაგალითად, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ან ტყე შეუნახეთ შვილებსა, ან კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო. შეიძლება ასეთიც: ”ბეკონმა თქვა, ცოდნა ძალააო?! ერთი მცოდნე და ფულიანი მაჩვენეთ”?!
ისევ წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მათ ნაშრომები? გრამატიკა ვაპატიოთ. ავიწყდება ხალხს. ფორმასაც არ მივაქციოთ ყურადღება. ყველა პოეტი ხომ ვერ იქნება? მხოლოდ შინაარსით შევაფასოთ.
ბევრი იფიქრებს, რომ ვხუმრობ ან ვაზვიადებ. აი გამოქვეყნდება სია და მაშინ გაიხსენეთ ჩემი სიტყვები –წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში(video)2012 წელს წინასაარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ
შემდეგი სტატიაForbes life: საუკეთესო ქართული ღვინო