26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

“ოცნება”: შექმნეს ცოტნე ივანიშვილის ყალბი გვერდი და მოქალაქეებს შეხვედრებზე იბარებენ

“ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ ცოტნე ივანიშვილის სახელს იყენებენ და პროვოკაციული შინაარსის მანიპულაციურ ვიდეოებს ავრცელებენ.

“რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით. აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით, ამასთანავე ყალბი გვერდიდან ახალგაზრდებს მისდით მესიჯები ცოტნე ივანიშვილის სახელით, თითქოს ის იბარებს ადამიანებს პარტიის ცენტრალურ ოფისში გასაუბრებაზე.

სოციალური პლატფორმა „ტიკტოკის“ ადმინისტრაციისთვის გაგზავნილია ოფიციალური წერილი, რომ გვერდი არის ყალბი და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში. ველოდებით აღნიშნულ წერილზე რეაგირებას და ყალბი გვერდის გაუქმებას – ასევე გვსურს მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, რომ არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელს და გვარს. დამატებითი სამართლებრივი რეაგირებისათვის საქმე გადაცემული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,- წერია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები. აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ისტერიკაში მყოფი “ოცნება” ატრიალებს ჩემს ფრაზას “ყველანი ციხეში”, ოღონდ პირველი ნაწილი გამოტოვებული აქვთ