18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“ოცნება” შაიშმელაშვილის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხზე აშშ-სგან განმარტებას ითხოვს

პოლიტიკური თავშესაფარი გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს – შალვა პაპუაშვილი შტატებისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს.

მემგონი შეერთებულმა შტატებმა უნდა ახსნას, თუ ეს ასე არის – უთხრა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტსი თავმჯდომარემ.

“მე ავხსნა? მემგონი შეერთებულმა შტატებმა უნდა ახსნას, თუ ეს ასე არის. არვიცი ეს ასე არის თუ არ არის, ეს მას არ უთქვამს. ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს. რაც უფრო მალე მივწვდებით და რაც უფრო მალე მოხვდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მით უფრო კარგი. სხვას თუ უნდა რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ესეც იმ ქვეყნის არჩევანია. აგერ უკრაინას ხელისუფლებაში ჰყავს ქართველი კრიმინალები ადეიშვილის და გია ლორთქიფანიძის სახით. მოთმინებით ველოდოთ მიხეილ სააკაშვილს და იცით, რომ ის ახლა იხდის სასჯელს”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: ევროკავშირის მოთხოვნებს რომ დავყოლოდით, სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა დღეს რუსეთის დუმაში
შემდეგი სტატია“კანონიერი ქურდობის”, “ქურდული სამყაროს” წევრობის, საქმიანობის მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინეს